29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 193,  გარდაიცვალა 15 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 147  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 998-ს აღწევს.

COVID-19-ით ქვეყანაში კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს სულ 3591 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 193 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 266 886-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 7823 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი - 3613, PCR - 4 210.

დღის ამბები