29 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში მუშაობას დღეიდან განაახლებენ - სამთო კურორტებზე საბაგიროებიც იხსნება

შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი - დღეიდან საქართველოს მასშტაბით, მუშაობას რესტორნების შიდა სივრცეები იწყებს.

რესტორატორები სიახლეს დადებითად ხვდებიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მათთვის უმნიშვნელოვანეს დროს - ღამის საათებსა და შაბათ-კვირას სტუმრების მიღება ჯერ კიდევ აკრძალულია, რაც ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება.

გარდა ამისა, შეზღუდული რჩება რესტორნებში ცოცხალი მუსიკაც.

"ეს არის მინიმალური, მაგრამ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მივცეთ დასაქმდნენ ადამიანები და სფერო გადარჩეს.

რესტორნები, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ გახსნის, მაგრამ არ აქვთ უფლება ცოცხალი მუსიკით იფუნქციონიროს, არ აქვს უფლება 9 საათის მერე იფუნქციონიროს, არ აქვს უფლება შაბათ-კვირას იფუნქციონიროს, ეს ძირითადად ის შეზღუდვები არის, რითაც რესტორნები მუშაობენ," - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

დღეიდანვე სამთო კურორტებზე იხსნება საბაგიროებიც. სეზონის, პრაქტიკულად, ჩავარდნის შემდეგ სიახლე ამ ბიზნესში ჩართული პირებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დღის ამბები