29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ვიმედოვნებთ, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება - ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრა დასრულდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ  შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკანონო პატიმრებთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.

"დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. 

ეს საკითხი დავსვით ძალიან აქტუალურად, მოგეხსენებათ ის მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც იყო მკვეთრად გამოხატული. ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და გააკეთა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული პერსპექტივაში.

ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღებთან საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უკანონო პატიმრობაში ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახს. 

მათი პოზიციაა, რომ ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, თუმცა კონკრეტული თარიღების დასახელება არ მიგვაჩნია უპრიანად ამ ეტაპზე. 

შედეგიანობაზე საუბარი უპრიანი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახს და აღმოიფხვრება უკანონო დაკავებების მახინჯი პრაქტიკა,"-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

დღის ამბები