კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, ეროვნული გვარდიის მიერ კაპიტოლიუმის დაცვა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს.
4 მარტს, აშშ-ის კაპიტოლიუმში შესაძლო შეჭრის საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში 5 200 ჯარისკაცია განლაგებული.
მათი მისია 12 მარტს უნდა ამოწურულიყო. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები კაპიტოლიუმის შენობას 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის შემდეგ იცავენ.