29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
იტალიამ ავსტრალიისთვის განკუთვნილი Covid-19-ის ვაქცინის 250 ათასი დოზის ექსპორტი დაბლოკა

116 მილიონს გადააჭარბა Covid-19-ის შემთხვევებმა მსოფლიოში. ეპიდვითარების გაუარესების გამო ახალი შეზღუდვები და კომენდანტის საათი დაწესდება ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში. საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს იაპონიის მთავრობა ტოკიოში.

AstraZeneca​-ს ვაქცინის 65 წელს გადაცილებულ პირებზე გამოყენების რეკომენდაციას გასცემენ შვედეთი და გერმანია. იტალიამ კი ქვეყნიდან ავსტრალიისთვის განკუთვნილი AstraZeneca​-ს ვაქცინის 250 ათასი დოზის ექსპორტი დაბლოკა.

იტალიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ავსტრალია "დაუცველი" ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება და ვაქცინის ექსპორტის შეჩერების მიზეზი ევროკავშირსა და იტალიაში ვაქცინების დეფიციტია.   

დღის ამბები