29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა.

განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს მოაწერა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს შემადგენლობაში სააკაშვილს გიორგი ცხაკაია ჩაანაცვლებს. ცვლილების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. ის ამ თანამდებობაზე უკრაინის პრეზიდენტმა გასული წლის 7 მაისს დანიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები