29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს საოკუპაციო ძალების ქმედებების აღსაკვეთად გააქტიურება სთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ვიცე-პრემიერმა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ზალკალიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გააქტიურონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდებზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზები მოინახოს.

დღის ამბები