საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.
33 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი არნემის "ვიტესში" აქვს გატარებული, თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშებს.
კაშიამ, რომელიც ამერიკულ სან ხოსესთან განშორების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობდა, თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.