29 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება - freedom house ანგარიშს აქვეყნებს

"თავისუფლება მსოფლიოში 2021“ - freedom house ანგარიშს აქვეყნებს. ის ასახავს მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100 საუკეთესოდან 60 ქულა აქვს. 2017 და 2018 წლებში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61.

2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური უფლებები 40-დან 23 ქულით არის შეფასებული, ხოლო, სამოქალაქო თავისუფლებები - 60-დან 37-ით.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და მისი დემოკრატიის ტრაექტორიას გაუმჯობესების ნიშნები ჰქონდა 2012-2013 წლებში, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია უკუსვლას განიცდის.

freedom house წერს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც მესამე ვადით გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ“, ჩრდილი მიაყენა ხმების მოსყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და ხმების დათვლისას აშკარა შეცდომებმა, რამაც ოპოზიციას ბოიკოტისკენ უბიძგა. ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემად რჩება კორუფცია. 

დღის ამბები