29 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2020 წელს 32%-ით შემცირდა 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. 200 გვერდიან დოკუმენტში 79 ქვეყანაში არსებული ნარკოტრეფიკის შესახებ არსებული ვითარებაა განხილული, საუბარია საქართველოზეც.

ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებში, საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 32%-ით შემცირდა. თუმცა გაზრდილია ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი, კერძოდ, საუბარია ნივთიერებებზე, რომლებიც ინტერნეტით იყიდება.

დღის ამბები