"ბლუმბერგის" მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 108 ქვეყნის 270 მილიონამდე მოქალაქემ გაიკეთა. ყოველდღიურად პრეპარატს 6 მილიონ 140 ათასი ადამიანი იკეთებს.
ბლუმბერგის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კი ევროპაში ეპიდვითარება გაუარესდა.