29 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
გორში ენმ-ის ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებულს ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში ”ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს
დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში
პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები
დააზიანა,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მანამდე კი აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული
გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს
დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები