29 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
9 გარდაცვლილი, 360 ახალი შემთხვევა და 119 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 271 739 შეადგინა.

კოვიდინფექცია დაამარცხა კიდევ 119 ადამიანი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 265 805 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 541 - გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 25 349 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 742 , PCR ტესტით - 10 607.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 1,42%, ბოლო 14 დღის - 1,7%, ბოლო 7 დღის - 1,3%.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება - 258 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1477, ხოლო კლინიკურ სასტუმროში - 151.

დღის ამბები