მსხვერპლით დასრულდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ავღანეთში. ქალაქ ჯალალაბადში ტელევიზიის 3 თანამშრომელი ქალი მოკლეს.
შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც მედიის წამომადგენლები სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ქალი. გარდაცვლილები 20 წლამდე კურსდამთავრებულები იყვნენ, რომლებიც სერიალების გახმოვანებაზე მუშაობდნენ.
ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მას თალიბანთან აქვს კავშირი. თალიბანი კი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.