29 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
მე როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრი კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"ჩემთვის, ყოველთვის დიდი ბედნიერება და პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე, ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ, პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადები ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს.

მეორეს მხრივ, მე როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რაც შემეძლება, ეკლესიას აღვუთქვი, დავუდასტურე კიდევ ერთხელ ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები