29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ევროსაბჭოს პრეზიდენტი საკმაოდ მკაფიო იყო, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპა შეშფოთებულია - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის შეფასებით, შარლ მიშელის 24 საათიანი ვიზიტი საქართველოში საკმაოდ ნაყოფიერი იყო. კარლ ჰარცელის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტი საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქრთველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპა შეშფოთებულია.

"ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში საკმაოდ ნაყოფიერი 24 საათი გაატარა. ცხადია, მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მოლაპარაკებებმა საკმაოდ დიდი ენერგია წაიღო.

პრეზიდენტი საკმაოდ მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპა შეშფოთებულია. ის თავისი ვიზიტის ფარგლებში ეცადა სიტუაციაში ცვლილება შეეტანა. მან მხარეებს პერსონალური დახმარება შესთავაზა დიალოგის განახლებისთვის.

ჩემთვისაც და ბატონი პრეზიდენტისთვისაც ღირებული შესაძლებლობა იყო ადმინისტრაციულ ხაზთან ვიზიტი იმისათვის, რომ საკუთარი თვალით ენახა გაყოფილ სოფელში არსებული სიტუაცია. მან ნახა, თუ რა სახის ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა ხალხი, ამან მასზე საკმაო შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ევროკავსირის მონიტორინგის მისიის როლი ამ კუთხით. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და ველით შედეგებს," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

შარლ მიშელმა თბილისი დატოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთშორისო აეროპორტში გაიმართა. ევროპელი სტუმარი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

დღის ამბები