ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კი Covid-19-ის გავრცელების პოტენციურ მეოთხე ტალღაზე საუბრობს.
საფრანგეთში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შეუძლიათ, AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღონ.
ახალი კვლევის მიხედვით, კი AstraZeneca-ს ან Pfizer-ის Covid-19-ის ვაქცინის ერთი დოზა მძიმე დაავადების რისკს 80 %-ით ამცირებს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ასეთი შედეგი პოზიტიურია, თუმცა საუკეთესო დაცვისთვის აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა.
Covid-19-ის ვაქცინაციის ციფრული პასპორტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებას მარტში წარადგენს ევროკომისია. კოვიდპასპორტები ევროპელებს ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს.