29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ხმაური პარლამენტთან - სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

პარლამენტთან ისევ ხმაურია - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან მობილიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. 

აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას ცდილობს, პოლიცია კი მათ სამანქანო სივრცის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ამ დრომდე აქვს ადგილი სიტყვიერ დაპირისპირებას და მცირე შეხლა-შემოხლას.

საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია გეგმების შეცვლას და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება. 

 

 

დღის ამბები