29 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
რა შეიცვლება თქვენს ორგანიზმში, თუ დღისით თუნდაც 5 წუთით დაიძინებთ - მეცნიერული კვლევის შედეგები

როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, დღის განმავლობაში ხუთწუთიანი ძილიც კი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე დადებითად იმოქმედებს და უფრო მეტიც, შუადღისას მცირე ხნით ჩაძინებამ, შესაძლოა, დემენციასაც შეუშალოს ხელი. 

ჩინელი მეცნიერების კვლევის შედეგები ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში British Medical Journal დაიბეჭდა. 

მკვლევრებმა შეისწავლეს 60 წლის 2200-ზე მეტი ჯანმრთელი ადამიანის ძილის რეჟიმი, ყველა მათგანი ჩინეთის მსხვილ ქალაქებში (პეკინი, შანხაი, სიანი) ცხოვრობს. მათ შორის 1534 ადამიანს ეძინა დღისით - ხუთი წუთიდან ორ საათამდე, ხოლო დანარჩენი 680 ადამიანი დღისით არასოდეს იძინებდა.

გაირკვა, რომ დღის ძილი ხელს უწყობს ხანდაზმულ ადამიანებში სივრცეში უფრო ზუსტ ორიენტაციას, სწრაფ მეტყველებასა და სუფთა მეხსიერებას.

ასევე, კვლევის მონაწილეებს გაუსინჯეს დემენციის ნიშნები. გამოირკვა, რომ ადამიანებთან, რომლებიც თავს ნებას აძლევდნენ დღისით დაეძინათ, სიტუაცია ბევრად უკეთესი იყო.

განვითარებულ ქვეყნებში დემენცია უვითარდება, დაახლოებით, ყოველ მეათე ადამიანს 65 წელს ზემოთ. სულ მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანია ამ ავადმყოფობით, რომელიც აუარესებს მეხსიერებას, გონებრივ შესაძლებლობებს, ასევე - დროსა და სივრცეში ორიენტირებისა და ნაცნობების ამოცნობის უნარს.

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს ძილის რეჟიმი ეცვლება და ისინი უფრო ხშირად იწყებენ ძილს დღისით. ადრე მეცნიერები ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე,  ამცირებს თუ არა დღის ძილი დემენციის წარმოშობის რისკს თუ, პირიქით, მისი სიმპტომია.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა იყო მიმოხილვითი და მათ ჯერ არ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ დღის ძილი ნამდვილად ეხმარება კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებაში და ხელს უშლის დემენციის განვითარებას. მაგალითად, არ გაუთვალისწინებიათ დღის ძილის ხანგრძლივობა და დრო, როცა იძინებდნენ მონაწილეები, ეს ფაქტორები კი, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

თუმცა მკვლევრები გარკვეულ დასკვნებამდე მივიდნენ - იმისთვის, რომ შესამჩნევად უკეთ იგრძნოთ თავი, ხანდახან საკმარისია, ხუთი წუთითაც რომ წათვლიმო.

მათ ივარაუდეს, რომ დღის ძილი ეხმარება სხეულის რეაქციას, გამოავლინოს სხვადასხვა ანთებითი პროცესი.  

"ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ანთებებს, იღებენ უშუალო მონაწილეობას ძილის დარღვევაში. ძილი ორგანიზმის იმუნურ პასუხს არეგულირებს და დღის ძილს შეუძლია გახდეს ანთებაზე რეაგირების ჩვენში გავითარებული შესაძლებლობა. ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ უფრო აქტიური ანთებითი პროცესები, მეტი სძინავთ”, - ნათქვამია დასკვნაში. 

ორგანიზაციის Alzheimer"s Research UK თანამშრომელმა სარა იმარისიომ Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დემენციით შეწუხებულ ადამიანებს ახასიათებთ ძილის დარღვევა, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ეს ცვლილებები შეიძლება გამოიკვეთოს დიდი ხნით ადრე დაავადების პირველის სიმპტომების გამოვლენამდე, მაგალითად - მეხსიერების დაკარგვა.

მისი თქმით, კვლევის ავტორებმა ვერ შეძლეს აეხსნათ, როგორ მოქმედებს დღის ძილი მეხსიერებასა და სააზროვნო პროცესებზე - მხოლოდ აჩვენეს, რომ მათ შორის კავშირია.

"სხვა გამოკვლევებმა, ასევე, ცხადყო დემენციის განვითარების კავშირი ძილის ხარისხის ცვლილებებთან, თუმცა, საჭიროა უფრო გაფართოებული კვლევები, რომლებიც არა მხოლოდ დღის, არამედ, ზოგადად, ძილის  ფაქტორების შესწავლას მიეძღვნება”, - განაცხადა იმარისიომ.

მისი სიტყვებით, ეს თვალსაჩინოს გახდის დემენციასა და დღის განმავლობაში ძილს შორის კავშირს.

 

წყარო

დღის ამბები