სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 57 წლის ზურაბ ნარუაშვილმა თანასოფლელები და საკუთარი ძმა დაჭრა, რომელიც მის გაშველებას ცდილობდა. ირკვევა, რომ კამათი სოფლის გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟების საკითხზე დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა სანადირო თოფიდან 6-ჯერ ისროლა. დაზიანება მიიღო 4-მა პირმა. მათ შორის ორი კლინიკაშია. 28 წლის გიორგი სიჭინავას მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა, ზურაბ ნარუაშვილის ძმა თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოს უახლოეს დღეებში დატოვებს.
დაკავებული ზურა ნარუაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.შინაგან საქმეთა სამინისიტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია რეგისტრირებული სანადირო თოფიც.