29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ორი დღე კენჭისყრამდე - შეუჩერებს თუ არა პარლამენტი უფლებამოსილებას ოპოზიციონერ დეპუტატებს

სამშაბათს პარლამენტის სხდომას პარტია "მოქალაქეების" 2 წევრიც დაესწრება. ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, რომელიც 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხება. არ არის გამორიცხული, პარლამენტმა საკითხი ჩააგდოს. უმრავლესობაში პოზიციები განსხვავებულია, სესიამდე მმართველი გუნდი კიდევ ერთ დახურულ კონსულტაციას გამართავს. ოცნებას საკითხის ჩაგდებას ურჩევს "გირჩი", რომლისთვისაც კოლეგა პარტიებისგან განსხვავებით, შეთანხმების წინაპირობა ნულოვანი ბარიერია.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდე 2 დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მათი დეპუტაციის პარლამენტში შესვლა ვადამდელი არჩევნების შუალედური თარიღის დანიშვნაზეა დამოკიდებული.

51 სადეპუტატო მანდატის ანულირების საკითხს ფორმალობას უწოდებენ "სტრატეგია აღმაშენებელსა" და "ევროპულ საქართველოში". პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდებენ. ბარიერგადალახულ პარტიებში ამბობენ, რომ "ოცნებამ", მოქალაქეებთან გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, ოპოზიციის 4 მოთხოვნიდან სრულფასოვნად არცერთი არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები