29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
რა შეიცვლება აშში-ის საგარეო პოლიტიკაში - ჯო ბაიდენი საკუთარ ხედვებს, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით თავის ხედვას სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს. როგორც ABC News იუწყება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ჯო ბაიდენი სავარაუდოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს ისაუბრებს.

ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ხედვა მიმართული იქნება მსოფლიოში ამერიკის პოზიციის აღდგენისკენ. ამასთან, პრეზიდენტი ხელს მოაწერს რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენი მწვავედ აკრიტიკებდა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას და არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელების პირობას დებდა.

დღის ამბები