რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით ახალქალაქში აქცია გაიმართა. ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკრებილი მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვს.
დაახლოებით 100-მდე ადამიანმა პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო საზღვრების დროულად გახსნა სთხოვა.
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახების ძირითადი შემოსავალი რუსეთში მუშაობით მოპოვებული თანხაა. პანდემიის გამო კი მეორე წელია ისინი ვერსად მუშაობენ.
შეკრებილი მოსახლეობის თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს პერიოდულად კვლავ განაახლებენ.