29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"უმრავლესობაში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებაზე

ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებამდე 2 დღე რჩება. 2 თებერვალს საკითხი კენჭისყრაზე გადის. დეპუტატების ნაწილი უკვე ამბობს, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერს, ნაწილი კი ამბობს, რომ პროცედურის მიხედვით იმოქმედებს. თუ პარლამენტი კენჭისყრაზე საკითხს ჩააგდებს, მაშინ ოპოზიციის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადა ისევ გახანგრძლივდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მმართველ პარტიაში ამასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი დამოკიდებულება არაა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მრავალფეროვანი იყოს პარლამენტი, თუმცა ეს ბოიკოტი სადამდე უნდა გაგრძელდეს, მე ვერ ვხვდები. არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა, გავუგრძელოთ, ან შევუწყვიტოთ. ამაზე გვაქვს საუბარი და სავარაუდოდ, ჩაინიშნება ხვალ, ან ზეგ სესიის დაწყებამდე უმრავლესობის ფორმატი, სადაც ჩვენ შევჯერდებით. არგუმენტები, რომელიც ერთ მხარესაც და მეორესაც გვაქვს, შევჯერდებით და ამ შეჯერებული გადაწყვეტილებით გავალთ," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები