29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
იუმორი თუ გაუაზრებელი დანაშაული - ინტერნეტ აპლიკაცია "ტიკ-ტოკ"-ის კიდევ ერთ საშიში ტენდენცია გამოიკვეთა

სკოლის მოსწავლის ვიდეო სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" სავარაუდოდ მშობელმა ატვირთა. ტიკ-ტოკის მომხმარებლების ნაწილი ბავშვის ცეკვას იუმორით შეხვდა, ნაწილმა კი, არასრულწლოვნის სიშიშვლეში პრობლემა დაინახა.

15 წამიანი კადრი, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, დღეს უკვე აღარ იძებნება. საზოგადოების რეაქციის შემდეგ მომხმარებელმა გვერდიც გააუქმა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ასეთი ტენდენცია სხვა, უფრო მძიმე დანაშაულებებს შეუწყობს ხელს.

სოციალური ქსელი "ტიკ-ტოკი" დღითიდღე საშიში ხდება. მძიმე შედეგების გამო სხვადასხვა ქვეყანაში ასაკობრივი ცენზის დაწესებაზე მსჯელობენ, იქამდე კი სპეციალისტები გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად მშობლებს ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები