საქართველო გამონაკლისი არ არის, რესტორნები და სხვადასხვა ბიზნესსექტორი მსოფლიოს მასშტაბით დაზარალდა.
სპეციალისტების პროგნოზით, მომდევნო წლებში გლობალური ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება.
სამსახურის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი. ჯერჯერობით რთულია იმის დადგენა, როდის შეძლებენ ქვეყნები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას მიუახლოვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაცია უკვე დაიწყო, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის აცრა, შესაძლოა, წლის ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდეს, ღარიბ ქვეყნებში კი ეს პროცესი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.