29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
გარეჯის საქმის მთავარი პროკურორი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინშია

დავით გარეჯის საქმე და კარტოგრაფები, რომლებიც წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, მალე ორივე ბრალდებული საპყრობილეში შებრუნდება.

მოვლენათა ასეთი განვითარების წინასწარ დაანონსება პოლიტიკოსებში დღეს მწვავე შეფასებების მიზეზი გახდა, ოპოზიციისთვის ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის სათქმელად, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ქართული ოცნება" კვლავ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე აკეთებს აქცენტს და ოპონენტებს მოუწოდებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

გარეჯის საქმის მთავარი პროკურორი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინშია.

ამირან გულუაშვილმა "ღამის კურიერში" დეტალურად ისაუბრა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გამოძიებას კარტოგრაფების წინააღმდეგ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ რუკების ნაწილს ექსპერტიზა ჯერ კიდევ უტარდება, გულუაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტები ავთენტურ მტკიცებულებად უკვე მიჩნეულია და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ დავით გარეჯის სადავო ნაწილი საქართველოს კუთვნილი ტერიტორიაა.

დღის ამბები