29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
რთული პოსტკოვიდური პერიოდი ბავშვებში - რა გართულებები შეიძლება დარჩეთ ვირუსის შემდეგ მცირეწლოვნებს

პოსტკოვიდურ პერიოდში ჯანმრთელობის გართულება ბავშვებშიც დაფიქსირდა. მაღალი ტემპერატურა, დიარეა, კიდურების დასიება, გამონაყარი - ეს ის სიმპტომებია, რომელიც შესაძლოა მცირეწლოვნებს, ორგანიზმიდან კორონავირუსის გამოდევნის შემდეგაც გამოუვლინდეთ.

საქართველოს მასშტაბით მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბოლო სამ თვეში 65-მდე ბავშვს დაუდგინდა.

მულტისისტემურ ანთებით სინდრომს, რომელიც ბავშვებში პოსტკოვიდურ პერიოდში ვლინდება, პედიატრების თქმით, მულტიდისციპლინური მიდგომა სჭირდება, სწორედ ამიტომ სპეციალისტების მიერ შემუშავდა პროტოკოლი, სადაც გაწერილია დაავადების მართვისა და მკურნალობის მკაცრი წესები.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ახალი პედიატრიული დაავადება იშვიათ შემთხვევაში იჩენს თავს და გართულების მაჩვენებელი დაახლოებით 0,66%-ია, ბოლო სამ თვეში საქართველოში ამ დიაგნოზით 65-მდე ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

მკაცრი პროტოკოლის შექმნის მიზეზი სწორედ არასრულწლოვნებში ვირუსის გართულება გახდა.

დღის ამბები