"გაიხსნას ქვეყანა" - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ბათუმში. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და შეზღუდვების სრულად მოხსნა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს და თქვეს, რომ აჭარაში შეზღუდვების ნაწილის მოხნა არ არის საკმარისი, ამით არსებული კრიზისი ვერ გამოსწორდება და აუცილებელია პანდემიის გამო დაწესებული ყველა სახის რეგულაციის მოხსნა.