29 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
წარმოუდგენელია საქართველო იყოს ისეთი ფორმატის წევრი, რომელშიც იმყოფება რუსეთი - გრიგოლ გეგელია ე.წ. ექვსეულის ფორმატზე

"ლელო საქართველოსთვის“ ე.წ. "კავკასიური ექვსეულის ფორმატზე" ხელისუფლებისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს.

გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ამ გაერთიანებას შეეხებოდა.

პოლიტიკოსი ითხოვს პასუხს კითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ "ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას".

"კავკასიური ექვსეულის ფორმატი არის მრავალმხრივ პრობლემური. ეს გულისხმობს რუსული ჰეგემონიის გამყარებას მთლიანად რეგიონში. საქართველოს არ გააჩნია არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, წარმოუდგენელია, რომ საქართველო იყოს რომელიღაც ისეთი ფორმატის წევრი, რომელშიც იმყოფება რუსეთი,"- აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები