29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
გიორგი რურუა რჩება საპატიმროში და ბატონ ელისაშვილს სურს დაგვარწმუნოს, რომ ორი უდანაშაულო ადამიანის გირაოთი გამოშვება პროგრესია? - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ ალეკო ელისაშვილს თავიდანვე ჰქონდა გეგმაში პარლამენტში შესვლა, თავიდანვე უნდა დაედასტურებინა ეს საკითხი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის დღეს გაფორმებულ მემორანდუმში არის ბევრი რამ, რასაც ის ეთანხმება.

სალომე სამადაშვილის თქმით, არსებობს ბევრი პრობლემური საკითხი. მათ შორის, არის პოლიტპტიმრებისა, პოლიტიკური შევიწროვებისა და დევნის საკითხები. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხიც ასევე პრინციპულია ოპოზიციისთვის.

"ამ ვითარებაში, მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ ბატონ ალეკო ელისაშვილს სურდა საერთოდ პარლამენტში შესვლა თავიდანვე შეეძლო, რომ დაედასტურებინა, რომ ის გეგმავს პარლამენტში შესვლას, მაგრამ აი ახლა, მე მაინტერესებს, რას ფიქრობდა ალეკო ელისაშვილი, როდესაც უსმენდა პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც ჩემს წინ თქვენს გადაცემაში იყო სტუმრად. მას განცდა აქვს, რომ ეს სისტემა აპირებს თავი დაანებოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით, თუ საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე დევნას? ამ განცდას უტოვებს დღეს ალეკო ელისაშვილს ის ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი?

დააზიანა თუ არა მან, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თემა, მემორანდუმში შეიძლება ძალიან ბევრი რამე წერია, რაც მომწონს, არის ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხები და თქვენ ამაზე გქონდათ მათ შორის საუბარი და აღარ დავუბრუნდები, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნას, შევიწროვებას და პოლიტპატიმრების თემას - ე.ი. რას გვეუბნება ჩვენ ბატონი ელისაშვილი, რომ გიორგი რურუა, რომელიც არის დაპატიმრებული უკვე წელიწადნახევარია; გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლება აუცილებელი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პრეცედენტის გამოყენებით იმ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში; გიორგი რურუა რჩება საპატიმროში და ბატონ ელისაშვილს სურს დაგვარწმუნოს, რომ ორი უდანაშაულო ადამიანის გირაოთი გამოშვება არის პროგრესი?

იცით, რომ ყოველთვის თავს ვიკავებდი თავდასხმისგან ბატონ ელისაშვილზე იმიტომ, რომ მან თვითონ იყარა კენჭი თავისი პარტიით და თუ უნდოდა პარლამენტში შესვლა ეს არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ მსგავსი განცხადებების გაკეთება, რასაც აკეთებს მეორეჯერ იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობებშიც გახსოვთ, რომ ოპოზიციისკენ გაიშვირა ხელი, ეს არის უბრალოდ მორალური ფსკერი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მან იცის ძალიან კარგად, რომ გიორგი რურუას საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი კი არა, გადამწყვეტი საკითხი პოლიტპატიმრების თემას რაც შეეხება. რატომ? ეს მინდა ავხსნა ძალიან კარგად.

რურუას საკითხი იყო შეთანხმებული ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და სწორედ იმიტომ, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოეტყუებინა ოპოზიცია, ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური ვითარება, რაც შემდეგ ამას მოჰყვა იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, ერთი ადამიანის ბედიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საუბარი არის პრინციპებზე, იმაზე, რომ ჩვენ ვთანხმდებით თუ არა, როგორ პოლიტიკურ გარემოში ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობა,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები