29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ივერი მელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, ფაქტობრივად, სრულად ადასტურებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას - ამირან გულუაშვილი

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საპატიმრო დაწესებულებიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილის მიერ  გაკეთებული განცხადებები, ფაქტობრივად, ადასტურებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

ამირან გულუშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილის მიერ "ღამის კურიერში" გაკეთებული განცხადებები ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სიტყვას არგუმენტირებული პასუხი გაეცეს.

"მისი განმარტებები, რომლებიც დაიწყო იმის აღიარებით, რომ თითქოს და 3 500 კვ.მ., რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ დავთმეთ ამ კომისიის საქმიანობის ფარგლებში, რეალურად არ იყო საქართველოს ტერიტორია, ფაქტობრივად, ეს არის ბრალდებულის ის პოზიცია, რომელსაც მას საქმის მასალების თანახმად წარდგენილი აქვს ბრალდება და ფაქტობრივად, დღეს მის მიერ გაცემული პასუხები თქვენს შეკითხვებზე, არის სწორედაც რომ აღიარება იმ დანაშაულებრივი ქმედებისა, რასაც ბრალდების მხარე ედავება.

ეს განცხადება, ისევე როგორც ის განცხადება, რომელიც მან დღეს გააკეთა, განცხადება, რომელიც ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გუშინ იქნა გაკეთებული საჯაროდ, სრულად ადასტურებს, ფაქტობრივად, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ის გარემოებები, რაზედაც დღეს ისაუბრა თქვენს კითხვებზე პასუხად ივერი მელაშვილმა, ძალიან მნიშვნელოვან გარემოებებს შეიცავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სიტყვას გაეცეს არგუმენტირებული პასუხი," - აცხადებს ამირან გულუაშვილი.                   

დღის ამბები