29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ხაზგასმით აღვნიშნავ, ტერიტორია რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს ასეთი სახით, არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში - ივერი მელაშვილი

დავით გარეჯთან მიმართებაში საზღვრის დადგენის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში პროკურატურის ბრალდებასა და  და იმ დეტალებზე ისაუბრა, რის გამოც ის მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება:

"პროკურატურის მთავარი ბრალდება რაც არის 34.8 კვ.კმ თითქოსდა, საქართველოს მიკუთვნებული, ასე უწერიათ დასკვნაში, ტერიტორიის დათმობა მეორე ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის ოფიციალური ბრალდება, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ყბადაღებული 200 ათასიანი მასშტაბის რუკიდან, რომელიც თითქოსდა აღმოაჩინეს, რასაც მე ვაცხადებ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, რამეთუ არ მომხდარა არავითარი ტერიტორიის დათმობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს ასეთი სახით, არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში," - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დღის ამბები