29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
რურუას გათავისუფლების საკითხს პარლამენტში დავსვამთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები "ღამის კურიერის“ ეთერში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს უკვე პარლამენტში დასვამენ. 

"ჩვენ რურუას საკითხს უკვე პარლამენტში დავსვამთ" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

გარდა ამისა, ლევან იოსელიანის თქმით, ის მოლაპარაკებების გაგრძელების რესურსს ხედავს. ის ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებმა, რომლებიც მოლაპარაკებებს ბოიკოტს უცხადებენ, უნდა გადადგან ნაბიჯები და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

"რესურსი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ეს საკითხიც გადაწყდეს, ჩვენ ამას ვხედავთ და ამიტომ ვთვლით, რომ დანარჩენი ოპოზიცია, ვინც ბოიკოტირებას უცხადებს ამ ეტაპზე მოლაპარაკებას, ყველას არ ეხება, უნდა გადადგან რეალურად ნაბიჯები, გააგრძელონ მოლაპარაკება, დასხდნენ, უნდათ ელჩების თანდასწრებით, უნდათ პირისპირ. ჩვენ ერთიც გავაკეთეთ და მეორეც და დავინახეთ რომ ამას მოჰყვა შედეგი,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.  

დღის ამბები