29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ეს იყო ოპოზიციის შემოთავაზებები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაითვალისწინა - ალეკო ელისაშვილი მემორანდუმზე

არის თუ არა დღეს გაფორმებული მემორანდუმი იდენტური იმ  წინადადებებისა, რაც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან დიალოგის რაუნდებზე ჰქონდა წარდგენილი. ამასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

მისი თქმით, მემორანდუმში წარმოდგენილი პუნქტები წარმოდგენილი იყო არა "ოცნების" მიერ, არამედ შემუშავებული იქნა ერთობლივად, ოპოზიციასთან ერთად:

"ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო. ეს თავიდან ბოლომდე იყო ოპოზიციის შემოთავაზებები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით,  რომელიც გაითვალისწინა"ქართულმა ოცნებამ" და რომელზეც ჩვენ, 2 შეხვედრაზე ვემუშავეთ "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები