29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - 35 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა  

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარედ, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. 

გარდაცვლილი მუშა 35 წლის მამაკაცია. ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები