29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
3 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში - სასამართლომ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა

3 წლის შვილზე ძალადობის ფაქტი შიდა ქართლში - ბავშვის ცემის ფაქტს დედა ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ აღზრდის ამ მეთოდს ხშირად არ მიმართავს და ცემის შემთხვევას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. 35 წლის ქალის მტკიცებით, მის ქმედებაში უჩვეულო არაფერია და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ბავშვები მშობლებს არ ემორჩილებიან, ფიზიკური დასჯის ამ მეთოდს არაერთი მიმართავს.

დედის მხრიდან შვილებზე სისტემატური ძალადობის ფაქტზე ოჯახის ახლობელი საუბრობს. შოკისმომგვრელი ვიდეოს ავტორი "კურიერთან" სხვა დეტალებსაც ყვება.

ძალადობის ფაქტის შემდეგ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ არასრულწლოვნები ოჯახს განარიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების მშობლები წლებია ერთად არ ცხოვრობენ, მამა მეურვეობის აღებას და დედისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. ბავშვები ჯერჯერობით სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩნენ.

ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. დედის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერიც. ბიოლოგიურ მშობელს შვილებთან მიახლოება ერთი თვით აეკრძალა. არაა გამორიცხული, მოძალადე დედა განსასჯელის სკამზეც ვიხილოთ.

დღის ამბები