29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
"მოქალაქეები" პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საკუთარ სავარძლებს მე-10 მოწვევის პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიკავებენ

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტია. ალეკო ელისაშვილმა მმართველ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია. "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმით სახელისუფლო პარტია 1 მარტამდე საარჩევნო რეფორმის ინიცირების ვალდებულებას იღებს. მემორანდუმი ხელმოწერისთვის ღიაა სხვა პარტიებისთვისაც.

ოპოზიციურ ერთობაში ელისაშვილს გადაწყვეტილებას უწუნებენ და ამბობენ, რომ ორი დეპუტატის შესვლით მეათე მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს. ისინი საპარლამენტო ბოიკოტზე უარის თქმას არ აპირებენ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში ხედავენ.

იქნება თუ არა "გირჩი" შემდეგი პარტია, რომელიც "მოქალაქეების" პოლიტიკურ ნაბიჯს გაიმეორებს, ჯერ უცნობია. ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პოლიტიკური მომავალი კი უკვე გადაწყვეტილია, ისინი საკუთარ სავარძლებს მე-10 მოწვევის პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიკავებენ.

დღის ამბები