29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
თადეოზ სარალიძე მონასტერში განწესდება - საპატრიარქო დეკანოზის საეკლესიო სასჯელზე

დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელი დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით," - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებას, სადაც მან განაცხადა, რომ ბავშვების გარკვეული კატეგორია უმჯობესია მცირე ასაკში მოკვდეს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებით გამოეხმაურა და მას სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელი უწოდა.

დღის ამბები