29 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ოპოზიციის თქმით კრიმინალი გაიზარდა და დაიქცა ქვეყანა, მათ რომ ჰკითხო ქვეყანა თავზე ჩამოგვემხო - ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაურმა მე-10 მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფს ანგარიში წარუდგინა. ორ საათიანი შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა, დანაშაულის მატებასთან დაკავშირებით.

შს მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

"ნოემბერში კლება იყო, მინუს 10 თუ 11 პროცენტი, ცოტათი კიდევ კლება გვაქვს მთლიანობაში. თუმცა, მატებაა მკვლელობაში, 15 ერთეულით მეტი შემთხვევა მოხდა განზრახ მკვლელობის ფაქტი სამწუხაროდ 2020 წელს. მომატებული იყო ოჯახში ძალადობის თემა, ასევე კიბერდანაშაულზე იყო მატება, მზარდია კიბერდანაშაული მსოფლიოში, მხოლოდ ჩვენთან არ არის.

სტატისტიკა არც ჩემი მოგონილია, არც ჩემი დაწერილი და მათემატიკა მით უმეტეს, რიცხვებია და ციფრები ჩვეულებრივი, მიმატება, გამოკლება, პროცენტები გამოჰყავთ და დებენ, ღიაა ეს საიტზე დევს, შეუძლია მოქალაქეს შევიდეს, გახსნას საიტი და ნახოს 2020 წლისაც, 2019, 2018 წლისაც და ა.შ. დაწყებული 2006 წლიდან და შეადაროს თუნდაც ყაჩაღობები, მკვლელობები, ძარცვები და ნახოს მთლიანობაში მატებაა, თუ კლება, რა თქმა უნდ,ა კლებაა.

ოპოზიცია იძახის, რომ გაიზარდა და დაიქცა ქვეყანა, მათ რომ ჰკითხო, მარტო კრიმინალი არა, ყველანაირად დაიქცა, ეკონომიკაც დაიქცა, ყველაფერი დაიქცა და ჩამოგვემხო თავზე ქვეყანა. თავის ძველ თემას გადახედონ, უფრო კარგად ნახავენ დაიქცა, თუ არ დაიქცა," - განაცხადა გომელაურმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს. 

"იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი მანდატის გათვალისწინებით ახორციელებს არა ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, ეს არის მართლწესრიგის უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფო საზღვრის დაცვა, ისევე როგორც ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, უწყების საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას.

გაკეთებულია გაცილებით მეტი, ვიდრე ამის საჯაროდ გაცხადება შეიძლება," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ

დღის ამბები