29 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია, ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბევრჯერ მოგვმართეს მოსაზრებებისთვის - ჯანი ბუკიკიო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტებზე, რომლებზეც საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე ვენეციის კომისია ამ დროისთვის მუშაობს. კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საარჩევნო სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე, კომიიის მიერ პროექტის წინასწარი ვერსიები დამუშავების პროცესშია და სამუშაო ვერსიები დოკუმენტის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

"ჩვენ გვქონდა კარგი დისკუსია საქართველოს პარლამენტის წევრებთან, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის საუკეთესო პარტნიორია. თქვენი ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბევრჯერ მოგვმართეს მოსაზრებებისთვის, ახლა ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მოსაზრება გვაქვს, ჩვენ უკვე ვამზადებთ დასკვნის პროექტის პირველად ვერსიას, რომელიც საარჩევნო თემატიკას ეხება. ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე ჩვენ მას გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებისთვის მოხდება. მეორე თემა ეხება ელექტრონული კომუნიკაციის კანონს, ჩვენი მოსაზრება მარტში გამოქვეყნდება. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოში ჩასვლა, ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა, მაგრამ ჩვენ გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ონლაინ დისკუსიები," - აცხადებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო.

საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და საქართველოს ხელისუფლება აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების გათვალისწინებას მომავალშიც გააგრძელებს.

დღის ამბები