29 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
საკუთარი ქადაგების მონანიება - რა აუკრძალა დეკანოზს მიტროპოლიტმა და რას ითხოვენ თეოლოგები

სკანდალური ქადაგების ავტორი მღვდლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დეკანოზმა ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა მას ქადაგებების საჯაროდ გამოქვეყნება და სახარებისეული ქადაგებების გარდა სხვა თემებზე საუბარი აუკრძალა. "კურიერის" ინფორმაციით, საეკლესიო კრება ეპარქიაში აღარ შედგება, რადგან მიტროპოლიტმა ყველა პასუხისმგებელ პირთან კონსულტაცია გაიარა და გადაწყვეტილებაც ისე მიიღო.

მღვდელმა ეპარქიის მმართველი შენიშვნა მიიღო და შენდობა ითხოვა. სკანდალური ქადაგების ავტორის წერილობით განმარტება კი საქართველოს საპატრიარქომ გაასაჯაროვა. არაკორექტულ ქადაგებაზე შენდობის თხოვნა არასაკმარისი აღმოჩნდა რელიგიის ექსპერტთა ასოციაციისთვის. თეოლოგები მიიჩნევენ, რომ თადეოზ სარალიძეს მღვდელმსახურება უნდა შეუჩერდეს, მის თანამოაზრეებს კი ეპისკოპოსმა შენიშვნა უნდა გამოუცხადოს.

დღის ამბები