29 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
რეგულაციების ეტაპობრივი შემსუბუქება იწყება - რა შემთხვევაში დაჩქარდება შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი

მთავრობა ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით უკვე ალაგებს პრიორიტეტებს, თუ რომელ ქალაქებში და რომელ სფეროებს შეეხება, პირველ რიგში, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქება.

წინაპირობა ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები იქნება. ვადები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩატარებული ტესტებიდან დადებითი პასუხი მხოლოდ 4%-ს ექნება. 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბაზრობების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. ისინი ამბობდნენ, რომ თუ სავაჭრო ცენტრების მსგავსად, მათაც 1 თებერვლიდან არ გახსნიდნენ, მუშაობას თვითნებურად განაახლებდნენ. ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ ბაზრობების წარმომადგენლებმა მიიღეს დაპირება, რომ მუშაობას, არაუგვიანეს 15 თებერვლიდან შეძლებენ.

მთავარი არგუმენტი, რატომაც ბაზრობებთან შედარებით პრიორიტეტი სავაჭრო ცენტრებს მიენიჭა, შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა განმარტეს. 

ბაზრობები სავაჭრო ცენტრები რესტორნები, ფიტნეს კლუბები - ეს არასრული ჩამონათვალია ბიზნეს სექტორების, რომლებიც უკვე ორი თვეა პანდემიის გამო ვერ ფუნქციონირებენ. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 თებერვლიდან კვლავ ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიწყება.

დღის ამბები