უამინდობა თურქეთში - ძლიერი ქარის შედეგად ქალაქ ბურსას ინდუსტრიულ ზონაში ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულებიც. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია, დააზიანა ათობით ავტომობილი.
ბურსაში ქარის სიჩქარე 80 კილომეტრ საათს აჭარბებდა. ამ ეტაპზე თურქეთის ხელისუფლება ადგილზე ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.