29 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
51 ოპოზიციონერის მანდატების გაუქმებას კომიტეტების ვიზა უკვე აქვს - პოზიციების შესაცვლელად დრო 2 თებერვლამდეა

51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა საპროცედურო კომიტეტმა დღეს დაასრულა. კანონმდებლები საკუთარ გადაწყვეტილებას ახლა ბიუროს გადაუგზავნიან, რის შემდეგაც, საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგში მანდატების გაუქმების საკითხი ჩაიწერება.

უმრავლესობის განმარტებით, პარლამენტი ამ ფორმით რეგლამენტით გათვალისწინებულ წესებს მიჰყვება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკითხის სასესიო კენჭისყრაზე გატანამდე ოპოზიციას გადაწყვეტილების შეცვლის დრო ჯერ კიდევ რჩება.

ოპოზიციას საკუთარი პოზიციების შესაცვლელად დრო 2 თებერვლამდე აქვს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მოთხოვნების გადახედვას არ აპირებენ. შემხვედრ ნაბიჯებს ახლა ისინი "ქართული ოცნებისგან" ელოდებიან და ამბობენ, რომ ბრძოლას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აგრძელებენ.

2 თებერვლამდე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ელოდება "გირჩი", თუმცა მანამდე იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არიან ინდივიდუალურად ესაუბრონ "ქართულ ოცნებას". 

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები კენჭს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას უყრიან, თუმცა მანამდე უმრავლესობა პოზიციების შესაჯერებლად ფრაქციის შიდა შეხვედრის ფორმატში იმსჯელებს. 

დღის ამბები