ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებით, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემდეგ საკუთარ პარტიაში გარიყეს. კონგრესმენის თქმით, მას შემდეგ, რაც მან კონსტიტუციის 25-ე შესწორებით ექსპრეზიდენტის გადაყენებას მხარი დაუჭირა, "რესპუბლიკურ" პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოსულად გრძნობს.
კინზინგერისგან განსხვავებით, "რესპუბლიკური" პარტიის დიდი ნაწილი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ ეთანხმება.
6 იანვარს კონგრესზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნული სამსახური ექსტრემისტული დაჯგუფებებისგან საფრთხეს კვლავ ელის. არსებული რისკების გათვალისწინებით ვაშინგტონში კაპიტოლიუმის დასაცავად მარტის შუა რიცხვებამდე 5 000 ეროვნული გვარდიელი დარჩება.