29 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
"ვინ მონათლა მოღალატეებად? გვარი და სახელი მითხარით, ვინ გამოაცხადა!" - ვახტანგ გომელაური ილიჩოვა-მელაშვილზე  

"ვინ მონათლა მოღალატეებად? გვარი და სახელი მითხარით, ვინ გამოაცხადა!" - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თაობაზე. 

"ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ისინი მოღალატეები არიან? გვარი და სახელი მითხარით, ვინ გამოაცხადა?“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

 

დღის ამბები