29 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ნატალია ილიჩოვა მიიჩნევს, რომ გათავისუფლება საზოგადოების ერთად დგომის შედეგია - ადვოკატი

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გათავისუფლების შემდეგ კომენტარისგან მძიმე ემოციური ფონის გამო, შეიკავა თავი.

მისივე ინფორმაციით, ნატალია ილიჩოვა მთელი საზოგადოების მადლიერია, მათი გამოხატული მხარდაჭერის გამო. 

"ნატალია ილიჩოვას დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა, ემოციური ფონი ძალიან მაღალია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, თავად სასამართლოზეც ვერ შეძლო მან ცრემლების შეკავება და ემოციურად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. მართალია, მას ყოველდღე ეგონა, რომ დატოვებდა პენიტენციურ დაწესებულებას და ამისთვის მზად იყო, თუმცა, დღეს ამის მოლოდინი შედარებით ნაკლებად ჰქონდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა. მისი სიტყვებია, რომ ის ძალიან მადლობელია, ის არც ელოდა საზოგადოების ამგვარ მხარდაჭერას. მიიჩნევს, რომ ეს შედეგი სწორედ საზოგადოების ერთად დგომის შედეგია.

ის ჩამოყალიბდება პოზიციაზე, საქმის გაცნობასაც უკეთ შეძლებს, თუმცა, მან სასამართლო პროცესზეც დააფიქსირა, რომ ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს და თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ.

პროკურატურისგან ნამდვილად ველოდი, ეს გადაწყვეტილება რომ უნდა დამდგარიყო, რომ ეს ადამიანები გარეთ უნდა დალოდებოდნენ განაჩენს, ამის მოლოდინი გვქონდა,"-განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები