29 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
შს მინისტრის თქმით, ნდობის ჯგუფთან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ნდობის ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მნიშვნელოვან და ძირითად თემებთან დაკავშირებით მოხსენება გაკეთდა. 

"ნდობის ჯგუფთან გავაკეთეთ მოხსენება, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ძირითადი თემა. ერთ-ერთი იყო სასაზღვრო პოლიცია. ვისაუბრეთ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს და რისი გამოსწორებაა საჭირო და რაზეც ვმუშაობთ.

იყო ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემა, რა იყო 2020 წელს, რა გავაკეთეთ, რა აღვკვეთეთ, რა პრობლემების წინაშე ვართ, ასევე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა - სტრატეგიული მილსადენის უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საიდუმლო შესყიდვები, რაც მცირე გვაქვს ძალიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ჩავუშალეთ, თუ რაში გამოვიყენეთ და რა ვიყიდეთ გასაიდუმლოებული თანხებით,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები