პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს და მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას ივერი მელაშვილი აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არანაირი შეთანხმება არ მომხდარა:
"ცალსახად, რაც შეიძლება თქვა, ეს არის აბსურდული. არარსებულია, იმიტომ რომ საფუძველი არ აქვს, საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, რაღაც თითქოს რომ საზიანოდ შეთანხმდა. არავითარი საზიანო შეთანხმება არ მომხდარა. ზუსტად ის შეთანხმდა, რაც იყო საჭირო, მეორე მხარეც უყურებს ამას, ესე არაა, საზღვარი არის, ქვეყნის საწინააღმდეგოდ ერთი იოტის ოდენაც არაა. ვერც გოგი მანჯგალაძის, ვერც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება," - განაცხადა ივერი მელაშვილმა.
ივერი მელაშვილმა კომენტარი გააკეთა იმ რუკის შესახებაც, რომელზეც ბრალდება საუბრობს, რომ ექსპერტებმა ის განგებ არ გამოიყენეს და ამით სახელმწიფო ინტერესები დააზიანეს.
"მთლიანად მცდარია 200 ათასიანი რუკა და ის, ვინც მაგ რუკაზე აპელირებს, ამ ხალხმა ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. ის რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, ეს იყო პოლიტიკური მიზანი, ეს იყო პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლა, თითქოს, რაღაც ტერიტორიები გადასცა და მეორე იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება. ესაა შედეგი, ეს ორივე იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო," - განაცხადა ივერი მელაშვილმა.